6 დღიანი ექსკლზივ ტური
ტურის სტატუსი: ექსკლუზივ ტური ტურის ხანგრძლივობა: 5 დღე (6 ღამე) მიმართულება: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო ტურის ფასი: ? ჩამოსვლის და გამგზავრების თარიღი: 25/10/2010 (01:00 am) – 30/10/2010 (03:30 am)
ტურის განრიგი
25 ოქტომბერი დახვედრა აეროპორტში დილის 01:00 საათზე. ტრანსპორტი მიკროავტობუსი (მერსედერს სპრინტერი ან ფორდი). გამოსვლა აეროპორტიდან 01:30 სთ. გამგზავრება სიღნაღში. 03:10 ჩასვლა სიღნაღში და განთავსება სასტუმრო სახლი "სიღნაღი" . 08:00–09:00 საუზმე სასტუმროში. 09:00 10:30. სასტუმროს დატოვება და სიღნაღის დათვალიერება (სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, სიღნაღის გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია ?). 10:30 - 12:20 გზა სიღნაღიდან წინანდლამდე 12:20 - 13:20 ალ.ჭავჭავაძის სახლმუზეუმის, უნიკალური ბაღის და ვინოთეკის დათვალიერება. 13:20 – 14:00 გზა სასტუმრო სახლამდე გრემში. და განთავსება საოჯახო სასტუმროში გრემში 14:00 - 15:00 სადილი გრემში სასტუმრო სახლში. 15:00 – 15:30 გზა რესტორნიდან ალავერდის სამონასტრო კომპლექსამდე, 15:30 – 16:30 ალავერდის ტაძრის მონახულება, ალავერდის ღვინის მარნის მონახულება. 16:30 – 17:00 გზა ალვერდიდან გრემამდე. 17:00 –17:30 გრემის მონახულება. 17:30 დაბრუნება სასტუმრო სახლში. 17:30 – 19:30 ჩურჩხელების მომზადების პროცესის და დედას პურების თონეში ჩაკვრის პროცესის დასწრება და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება. 19:30 - 21:00 ვახშამი. ქართული სამზარეულოს კერძების თანხლებით და ადგილობრივი, ოჯახური ღვინოების დეგუსტაცია. ქართული ტრადიციული სუფრა (თამადა) კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი განთავსება: საოჯახო სასტუმრო გრემში ტრანსპორტირება: მიკროავტობუსი
26 ოქტომბერი 08:00–08:40 საუზმე სასტუმროში. 09:00 სატუმროდან გამგზავრება თელავში. 19:00 – 09:40 გზა გრემიდან თელავამდე. 09:40 – 10:30 ბატონციხის (ერეკლე II სასახლე) და მხატვრული ნამუშევრების (ქართველი, რუსი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები, გობელენი, გრაფიკა და სხვა) კერძო კოლექციის დათვალიერება. 10:30 – 10:50 გზა თელავიდან შუამთამდე.. 10:50 – 11:20 ძველი შუამთის მონახულბა. 11:20 – 12:30 გზა წინანდლიდან თბილისამდე. მისვლა ხელოვნების მუზეუმში. 12:30 – 13:30 ხელობვნბის მუზეუმის დათვალიერება 13:30 - 13:50 გზა რესტორან ნიკალამდე პეკინზე 13:50 - 14:40 სადილი ნიკალაში. 14:40 -15:20 გზა თბილისდან მცხეთამდე – ჯვრის მონასტრამდე. 15:20 - 15:40 ჯვრის მონასტრის დათვალიერება; 15:40 – 16:10 გზა ანანურის არაგვის ერისთავთა რეზიდენციამდე; 16:10 – 16:40 ანანურის არაგვის ერისთავთა რეზიდენციის მონახულება. 16:40 – 19:10 გზა ანანურიდან ყაზბეგამდე. 19:10 განთავსება საოჯახო სასტუმროში სოფ. არშაში და ვახშამი. ვახშამზე ხინკალი, ხაბიზგინები, და ადგილობრივ სამზარეულოს სხვა კერძები. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი განთავსება: საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში ტრანსპორტირება: მიკროავტობუსი
27 ოქტომბერი 08:00–08:30 საუზმე სასტუმროში. 08:30 სასტუმო სახლის დატოვება და მანქანით ქვეითად გამგზავრება ყაზბეგამდე. გერგეტის სამების ტაძრის მოსანახულებლად. 08:30 - 08.45 გზა სტეფანწმინდამდე 08:45 – 09:10 გზა სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებამდე მანქანებით. 09:10 – 10:00 გერგეტის სამების დათვალიერება და ხედებით დატკბობა. იმედია კარგი ამინდი დაემთხვევა. ამ დროს ფანტასტიური ხედებია სამების ტაძრიდან. 10:00 – 10:15 გზა სამებიდან გერგეტამდე. 10:15 - 11:15 ჩასხდომა ტრანსპორტში და ჩასვლა გუდაურში. 11:15 – 12:45 გზა გუდაურიდან ფასანაურამდე. 12:45 – 14:00 სადილი ფასანაურში. 14:00 – 16:30 გზა ფასანაურიდან უფლისციხემდე. 16:30 17:30 უფლისციხის დათვალიერება 17:30 – 19:20 გზა უფლისციხიდან ბორჯომამდე. 19:20 განთავსება საოჯახო სასტუმროში ბორჯომში. 20:20 – 22:00 ვახშამი ქართული სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების თანხლებით კვება: საუზმე, სადილი (პიკნიკი), ვახშამი განთავსება: საოჯახო სასტუმრო ბორჯომში ტრანსპორტირება: მიკროავტობუსი
28 ოქტომბერი 08:00–08:30 საუზმე სასტუმროში. 08:40 სასტუმროს დატოვება და სამცხე–ჯავახეთში გამგზავრება
08:40 – 10:30 გზა ბორჯომიდან – ხერთვისამდე. გზაზე შევივლით და ვნახავთ აწყურის ციხე–სიმაგრეს 10:30 – 11:20 ხერთვისი ციხე–სიმაგრის დათვალიერება. 10:30 – 10:50 გზა თმოგვამდე 10:50 – 13:50 გზა თმოგვის ციხემდე და თმოგვის ციხის დათვალიერება. 3 საათიანი ქვეითი მარშრუტი. 13:50 - 14:10 გზა ვარძიამდე 14:10 – 15:00 სადილი რესორანში ან პიკნიკი ბუნებაში ვარძიაში 15:00 – 17:00 ვარძიის – კლდეში ნაკვეთი ქალაქის დათვალიერება 17:00 – 19:00 გზა ბორჯომამდე. 19:00 განთავსება სასტუმრო სახლში ბორჯომში და ვახშამი. თავისუფალი დრო და ძილი კვება: საუზმე, სადილი (პიკნიკი), ვახშამი განთავსება: საოჯახო სასტუმრო ბორჯომში ტრანსპორტირება: მიკროავტობუსი
29 ოქტომბერი 08:00–09:00 საუზმე სასტუმროში. 09:00 სასტუმრო სახლის დატოვება და თბილისში გამომგზავრება. 09:00 – 11:00 გზა მცხეთამდე. 11:00 – 13:00 სვეტიცხოვლის და არმაზისხევის გათხრების და სამაროვნების დათვალიერება. 13:00 – 14:30 სადილი მცხეთის სალობიეში 14:30–15:00 გზა მცხეთიდან სასტუმრომდე და განთავსება სასტუმროში "არმაზი პალასი". სასტუმრო მდებარეობს ავლაბარში 15:00 – 15:30 თავისუფალი დრო სასტუმროში 15:00 – 16:30 გზა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე (მუზეუმი ღია ცის ქვეშ) და მუზეუმის დათვალიერება 16:30 – 18:00 გზა ძველ თბილისამდე, ნარიყალას ციხის, აბანოთუბნის და თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის (ქარვასლა) დათვალიერება. 18:00 – 21:00 გაცილების ვახშამი რესტორანში (ასარჩევია) 21:00 სასტუმროში განთავსება.
30 ოქტომბერი 01:20 გაცილება აეროპორტში და დამშვიდობება
ტელ: 75 33 29
მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: toursingeorgia.1 ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|