მცხეთის ჯვარი - 14 სექტემბერში 2010 - ბლოგი - ნახე საქართველო


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:51
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » მცხეთის ჯვარი
17:18
მცხეთის ჯვარი

მცხეთის ჯვრის მონასტერი

(VI ს–ის მეორე ნახ.)




კომპლექსში შემავალი ნაგეობობები

მცირე ეკლესია, მთავარი ტაძარი, გალავანი, კოშკის ნანგრევები და სხვა ნაგებობათა ნაშთები.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

მცხეთის ჯვრის ტაძარი აგებულია წმინდა ნინოს მიერ აღმართული პატიოსანი ჯვრის გარშემო, როგორც ამ უნიკალური სიწმინდის ბუდე და სანაწილე (ა.ოქროპირიძე).


ადგილმდებარეობა

ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.


ისტორიული მიმოხილვა

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.


არქიტექტურული აღწერილობა

1. ჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. აგებულია VIO საუკუნის მეორე ნახევარში. მისასვლელი აქვს მხოლოდ აღმოსავლეთიდან. გეგმით ჯვრული, გარედან სწორკუთხა დარბაზული ნაგებობაა (8,3/5,5 მ). ნაშენია კარგად გათლილი მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. მწყობრი ჰორიზონტალური წყობა მკაცრად არის დაცული. ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი – აყრილი.

2. მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა (20,2/16,5მ სიმაღლე–25 მ), თარიღდება 584–604 წწ–ებით. ფასადები და შიდა პირი ამოყვანილია ღია ვარდისფერი, ზოგან კი შედარებით მუქი კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობა მკაცრად ჰორიზონტალური და მწყობრია. 

აღმართულია მოსწორებულ სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი. ხოლო დასავლეთით ებჯინება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან.
გეგმაში წარმოადგენს ტეტრაკონქს, რომლის კომპოზიციური ცენტრია გუმბათქვეშა კვადრატი, და მასზე აღმართული სფერული გუმბათი. სწორკუთხედზე გადასვლა ხდება სამ წყებად განლაგებული ტრომპების მეშვეობით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი. უკანასკნელი ტრომპების რიგით შექმნილი 32 წახნაგი გუმბათის წრის საფუძველია. გუმბათში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს.

ტაძარში არის კუთხის ოთახები, რომლებიც ძვრის მკლავებს შორის მოთავსებულ სივრცეებშია განთავსებული, თითოეული მათგანი ჯვრული კამარით არის გადახურული. სამხრეთ-დასავლეთ ოთახი „საქალებო", ხოლო საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული ოთახები იყო სამკვეთლო და სადიაკვნე. ტაძრის მთავარ სივრცეს მცირე ზომის ნიშებით უკავშირდებიან. ტაძრის ცენტრში დგას წრიულ ბაზისზე აღმართული დიდი ზომის ჯვარი. ფასადები შემკულია რელიეფებით. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და შორიდან ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული. აქ მთავარი ფასადები აღმოსავლეთ და სამხრეთისაა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს სამი სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ თავზე გავლებული დეკორატიული, რელიეფური სარტყლით. სარტყლის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია სამი რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობითა და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, ე.ი. მთავარი მშენებელი; მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზთურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი - მისი ძე. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული. სამხრეთი ფასადი საკმაოდ ღრმა ნიშების წყალობით უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთ შესასვლელის თავზე, ტიმპანში, არის ძველ ქრისტიანულ სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. კომპოზიცია ოსტატურადაა ჩართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები (ნიშებში მოთავსებული) ძლიერ დაზიანებულია. ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია.

თავდაპირველად ტაძარი მოუხატავი იყო, დღეს არსებული ძალიან მცირე რამდენიმე ფრაგმენტი კი მის მოგვიანებით მოხატვაზე მიუთითებენ.

ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი

მცხეთის ჯვრის კომპლექსი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.



 

 

 

 


ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 2476 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz