მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 07:57
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
free counters
საიტის მეგობრები

ტაო–კლარჯეთი

3 დღიანი ინკლუზივ ტური

27 აპრილი, 4 მაისი, 18 მაისი



მიმართულება: თურქეთი

სტატუსი: ჯგუფური ეკონომტური

ხანგრძლივობა: 3 დღე (2 ღამე)

ტურისტების რაოდენობა ჯგუფში: 14–25 კაცი

ტრანსპორტი: მიკროავტობუსი ან პატარა ავტობუსი

განთავსება: სასტუმროში


ტურის პროგრამა


I დღე

გასვლა თბილისიდან დილის 06:00 საათზე. ტრანსპორტი – მერსედერს სპრინტერი. თურქეთ–საქარველოს საზღვირს გადაკვეთა ვალეს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში. პირველ დღეს მოსანახულებელი ძგლები: მერეს ციხე, ერუშეთის ქედი, ქაჯის ციხე (მისი აშენების თარიღები არაა ცნობილი. ციხე სიმაგრეს უდიდესი, 30 მეტრიანი კედელი აქვს გარს შემოვლებული და კლდოვან მასივზეა დაშენებული. არის თეორია, რომ ის უნდა იყოს ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქაჯეთის ციხე), ჩრდილის ტბა სადილი ტბასთან (პიკნიკი).  ბანას ტაძარი (ბანას ტაძარი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი VII საუკუნეშია აშენებული, დღევანდელი ფორმით კი IX-X საუკუნეების მიჯნაზე აშენებულა. ფორმით ის არ ჰგავს ამჟამად შემორჩენილ არცერთ სხვა ძეგლს. იგი წრიული, 40 მეტრის დიამეტრის ტაძარია. შუასაუკუნეებში ბანა წარმოადგენდა ქართული საერო და საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ცენტრს). გამგზავრება იუსუფელში და საღამოს საღამოს 7 საათზე შესვლა სასტუმროში ქალაქ იუსუფელში.  სასტუმრო "აგარა" ან "რივერ საიდი".

დღის მარშრუტი: თბილისი - ახალციხე – ვალე – ქაჯეთის ციხე – ჩრდილის ტბა – ბანა– იუსუფელი.

კვება: სადილი ჩრდილის ტბასთან, ვახშამი სასტუმროში.

 
 

II დღე

გასვლა სასტუმროდან დილის 08:30 საათზე. მოსანახულებელი ადგილები: ოთხთა ეკლესია (სხვა ტაძრებთან შედარებით კარგად შენარჩუნებული დიდი ბაზილიკური ეკლესია. თავისი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს პარხალის ეკლესიას, აშენებულია X საუკუნეში), კავკასიძეების ციხე იშხანი (VII-XI საუკუნეების ტაძარი. თავიდან ბანას ტიპის, წრიული ტაძარი იყო, შემდეგში IX საუკუნეში იგი განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა, საბოლოო სახე კი ტაძარმა ბაგრატ IV–ის მეფობის დროს, XI საუკუნეში მიიღო. ამჟამად დანგრეული გადახურვა, შემორჩენილია კედლები და გუმბათი), თორთუმის ჩანჩქერი და წყალსაცავიოშკი (ეს ტაძარი აშენდა X საუკუნეში. იგი ამ პერიოდის ტაოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი და კათედრალური ტაძარი იყო), ხახული (ტაძარი დარსებულია X საუკუნის მე–2 ნახევარში. ხახულის საგანძურში იყო კარგად ცნობილი XII საუკუნის ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, ღვთისმშობლის სახელობის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და ცნობილია ხახულის ხატის სახელით). დაბრუნება იუსუფელში და განთავსება სასტუმროში

დღის მარშრუტი: იუსუფელი – ოთხთა – იშხანი – თორთუმის ხეობა და თორთუმის ჩანჩქერი – ოშკი – ხახული.

კვება: საუზმე სასტუმრო, სადილი რესტორანში, ვახშამი სასტუმროში.

 

III დღე

სასტუმროს დატოვება დილის 08:30 საათზე. ახიზის ციხე (ციხის აშენების თარიღები უცნობია, იგი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა), ჯოჯოხეთის კანიონი (ვწრო, კლდოვანი კანიონი არტანუჯის ხეობაში, მდინარის არტანუჯისწყლის მარჯვენა სანაპიროზე). არტანუჯი ციხე (სავარაუდოდ ეს ციხე–ქალაქი აგებული უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის დროს, თუმცა მანამდელი ბერძენი ისტორიკოსის მიერ ნახსენები ქალაქი არტანისა არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. ციხე–სიმაგრესთან ადრეულ შუასაუკუნეებშ არსებობდა ქალაქი და იგი VIII საუკუნეში მურვან ყრუმ ააოხრა.IX საუკუნეში იგი აღადგინა აშოტ კურაპალატმა. ციხე მდებარეობს მიუფალ კლდოვან მასივზე და ბუნებრივი ზღუდითაა დაცული 3 მხრიდან), ხანძთა (კლარჯეთის ეს ქართული სულიერების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც აქ თავიდან ხის ეკლესია ააგო. X საუკუნეში – 918–941 წლებში ტაძარმა საბოლოო სახე მიიღო. ხანძთა გართული სასულიერო განათლების კერა იყო და აქ აღიზარდნენ უდიდესი ქართველი მამები და მოაზროვნეები – არსენ დიდი, ეფრემ მაწყვერელი. ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ გიორგი მერჩულე და მოსე ხანძთელი), ოპიზა (აქ მონასტერი ვახტანგ გორგასალმა დაარსა, თუმცა არაბების შემოსევების დრო ის ააოხრეს. არსებული იოანე ნათლისმცემლის ტაძარი IX–X საუკუნეების ძეგლია და სავარაუდოდ იგი აშოტ კურაპლატმა ან მისმა შვილმა, გუარამ მამფალმა ააშენეს). გამომგზავრება თბილისში ველე–ახალციხის გავლით. 

დღის მარშრუტი: ართვინი – არტანუჯი – შავშათი – არტაანი – ვალე – თბილის.

კვება: საუზმე სასტუმროში, სადილი რესტორანში.

 

ტურის ღირებულეება 250 ლარი

 

ფასში შედის

 

ფასში არ შედის 

  • დამატებითი მომსახურება;
  • საექსკურსიო ბილეთები სუმელაში და აია სოფიაში;
  • სადილი.


ტელ: 851 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

                                   
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz