მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:51
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 06

ხერთვისის ციხე–სიმაგრე

ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს).ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არაფაქსამ ამატაკისშვილმა ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 5231 | დაამატა: mindia | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (0)

თმოგვის ციხე–სიმაგრე

(X ს.)


წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-იდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად — მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიას ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3985 | დაამატა: mindia | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (0)

ვარძია

(X-XII სს)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების 365 (ლეგენდის თანახმად) გამოქვაბული ოთახი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო, კლდის სოფელი ანანაური.



მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უნიკალურ ფრესკებზე გამოსახულნი არიან გიორგი III და თამარ მეფე. აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის პორტრეტი საქართველოში ვარძიის გარდა მხოლოდ სამგან გვხვდება (ყინწვისი, ბეთანია, ბერთუბანი).


ადგილმდებარეობა

ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
ისტორიული მიმოხილვა


ვარძია "... საკვირველებას წარმოადგე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 6673 | დაამატა: mindia | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (2)


აწყურის ციხე 

XI ს.

აწყურის ციხე, ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.

აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4641 | დაამატა: mindia | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (0)

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz