მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 06:57
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » სამთავრო
16:58
სამთავრო

სამთავრო

(IV - XVIII)


 

კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი კოშკით.



მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს "წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: "აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაიო ნინოსსა”.


ადგილმდებარეობა

სამთავროს ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის ცენტრში;


ისტორიული მიმოხილვა

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთვრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.
წმ. ნინოს ეკლესია დგას ეზოში, ტაძრის აღმ-ით. ისტორიული წყაროებით მცხეთაში მოსული ნინო პირვრლი სამი წლის განმავლობაში "ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან”. ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს "წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: "აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაიო ნინოსსა”. IV ს. ზემოთ მოყვანილი ხცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.
სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან ოციოდე მეტრის დაშორებით ამაღლებულ ბორცვზე. აშენებულია XV-XVI სს.
ძვ. გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრ.-დას. კუთხეში შემაღლებაზე მდგარი კოშკი. აგებულია XVIII საუკუნეში. არსებული გალავანი XIX საუკუნისაა.

არქიტექტურული აღწერილობა

1. მთავარი ტაძარი - ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრატებით. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV მიჯნაზე აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. ტაძარში შესვლა სამხრეთ კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს უკავშირდებიან. 
კანკელი XV საუკუნისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლებიპროფილირებულია. 
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. ტაძრის სახრეთ-დასავლეთის გუმბასთქვეშა ბოძთან დგას მოტროპოლიტის კათედრა. ტაზრის ძირითადი მკლავრბი კუთხის ნაწილებთან შედარებით მაღალია. შიგა სივრცე მაღალი, შეკრული და ჰარმონიულია. ცამეთწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილი ცამეტი სარკმლიდან შემოსული შუქით განათებულია ტაძრის ცენტრალური სივრცე, გვერდის ნაწილები კი ჩაჩრდილულია. დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტი აგებულია ყვითელ, მოწითალო-ყავისფერ, მღვრიე ცისფერ, მონაცრისფრო-თეთრ, ყავუსფერ და მწვანე ფერთა შეხამებაზე. მხატვრობა XVII საუკუნეს მიეკუთვნება.
ტაძრის გარეგანი მასები მკაფიოდ ისახავს შიდა სივრცის სქემას, რაც ტიპურია შუა საუკუნეების ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობისათვის.
აღმ. ფასადი ძალზე სადა და ლაკონიურია: აქ მოცემულია უწყვეტი ხუთი დეკორატიული თაღის ტრადიციული სქემა. შუა, ამაღლებულ თაღში მოთავსებულია ორნამენტიანი საპირით და ჰორიზონტალურმკლავებიანი სათაურით მორთული ცენტრალური სარკმელი, რომლის ორივე მხარეს აჟურული ფესტონებით მორთული თითო მაღალი და ღრმა ნიშია. ფასადის გვერდითი სარკმლების საპირეები და ფრონტონის წვერში ჩასმული ჯვრის გამოსახულება გვიანდელია.
დასავლეთის სადათაღებიანი ფასადი, რომელიც მთისკენაა მიმართული, თითქმის მოურთველია. შეწყვილებული სარკმლის მორთულობა დაუმთავრებელია. დასავლეთ კარიბჭე გვიანდელია და ამჟამად გაუქმებულია. 
ჩრდილოეთის ფასადზე მიდგმული ცალფერდასახურავიანი ნაგებობა XI ს-ზე ადრინდელია. იგი ორგანულადაა ჩართული ტაძრის საერთო კომპოზიციაში, ამ ნაგებობის აღმ. ფასადზე გამოსახული დაბალრელიეფიანი ფიგურა IX საუკუნისა უნდა იყოს.

2.  წმინდა ნინოს ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს თლილი ქვა და აგურიც გამოუყენებიათ. აღმოსავლეთით, ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელ;ია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია. გუმბათქვეშა სწორკუთხედიოდან გემბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებში დადებული ზღუდარით (ამჟამად კონსტრუქცია შელესილია). სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა ნიში, სარკმლები ყველგან ნახევარწრიულია. გარედან ეკლესია სწორკუთხა მოხაზულობისაა, გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული.
ინტერიერი მოხატული8ა წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა უხეშია, გვიანდელი.


3. სამრეკლო - სამრეკლო აგებულია XV-XVI საუკუნეებში. სამრეკლო (4,7X5,8) სამსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილ მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშაქვის კვადრატებით. პირველი სართული სწორკუთხა კვადრატია, რომლის ჩრდილოეთ ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრეთით აქვს ცილინდრულკამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი. მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის ყრუ კედელშია გაჭრილი და მიშენებული აქვს მაღალი ქვის კიბე, რომლის საფეხურები კედლებს შორისაა მოქცეული: ჩრდილოეთით გალავნის კედელია, სამხრეთით კი სპეციალურად კიბისათვის ამოყვანილი კედელი. მეორე სართულის კამარის დასავლეთ მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი. ხვრელიდან მისადგმელი კიბით შეიძლება აგურით ნაგებ ფანჩატურში ასვლა. ფანჩატურს მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

4.  გალავანი აგებულია XVIII საუკუნეში. ამ გალავნიდან შემორჩენილია დაზიანებული ცილინდრული კოშკი. არსებული გალავანი XIX საუკუნისაა. გალავნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასაფლაოა.



ძეგლის სტატუსი და დაქვემდებარება

სამთავროს კომპლექსი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.


 

 


ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 3631 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz