გეპატიჟებათ ახალი სასტუმრო "არმაზი პალასი” თბილისის უძველეს და ულამაზეს უბანში, ავლაბარში, მეტროდან 50 მეტრში. სასტუმროს აივნებიდან თქვენ დაინახავთ თბილისის ძველი უბნების საოცარ ხედებს, ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველ საოცრებებს: სამების საკათედრო ტაძარს, პრეზიდენტის რეზიდენციას, ნარიყალას და მთაწმინდის ულამაზეს ადგილებს. სტუმარს შეუძლია ტრანსპორტის და დამატებითი ხარჯების გარეშე, ფეხით მოიაროს თბილისის ძველი, ისტორიული ადგილები. 300-დან 500 მეტრის რადიუსში, გაისეირნოს ქალაქის ცენტრალურ უბნებში: შარდენზე, რუსთაველზე, სადაც მდებარეობს ცნობილი მუზეუმი, თეატრები, რესტორნები და გასართობი ადგილები. სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ 3 წუთში, ხოლო აეროპორტამდე - 15 წუთში. სასტუმრო ოთხსართულიანია. მოიცავს 10 კომფორტაბელურ ნომერს. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი საუკეთესო ხედებით. ნომრები აღჭურვილია აბაზანებით, კონდიციონერებით, გათბობის სისტემით, უფასო ინტერ
... კითხვის გაგრძელება »