მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 05:09
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ბებრის ციხე
16:46
ბებრის ციხე

ბებრის ციხე


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

ციტადელი და ქვედა ეზო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები


ადგილმდებარეობა

ბებრის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჩრდილოეთ 2 კმ-ში.


ისტორიული მიმოხილვა

ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: "დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.

2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.


ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.
70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა’’. ამ სიტყვების დასრულებ


არქიტექტურული აღწერილობა

ბებრის ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე, შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან (საერთო ზომები 100X69 მ). ციტადელის გეგმა სამკუთხედის მსგავსია. მის ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას, ყველაზე დიდი, სამხრეთ-დასავლეთის კოშკისაგან შემორჩენილია სამი სართული. სამივე დაზიანებულია. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კოშკები თითქმის ტოლია. ჩრდილოეთის კოშკის სამი სართულია შემორჩენილი, აღმოსავლეთისა – მხოლოდ საძირკველი. აღმოსავლეთ კოშკის შიგნით მოგვიანებით ცილინდრული კოშკი ჩაუშენებიათ, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის იყო. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკებს აქვს თავისებური (სავარაუდოა ისრის სატყორცნი) საბრძოლო ხვრელობები, რომლებიც შიდა მხრიდან განიერი (საშუალოდ 2 მ), მაღალი (დაახლოებით 2,5 მ) და ღრმაა (საშუალოდ 1,5 მ), გარედან კი ვიწრო (0,3 მ) და დაბალი (1 მ). ციხის ქვედა ეზოს აღმოსავლეთ კუთხეში ციტადელის კოშკების მსგავსი ოთხკუთხა კოშკი დგას. ბებრისციხე საყურადღებო საფორტიფიკაციო ნაგებობაა.


ძეგლი დაქვემდებარება და სტატუსი


ბებრის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

 

 




ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 4292 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz