ნახე საქართველო - სამთავისი


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:46
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
free counters
საიტის მეგობრები
samTavisi
(X-XI ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, გალავანი, ეპისკოპოსის რეზიდენცია, მცირე ეკლესია და სამრეკლო;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

2005 წლიდან ძეგლის ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა VI საუკუნის ბაზილიკის ნაშთები. (შემორჩენილია მთლიანი აბრისი და კედლების სიმაღლე ზოგან 1 მეტრამდე აღწევს. ბაზილიკის ნაწილი მთავარი ტაძრის ქვეშ არის მოქცეული).

3. adgilmdebareoba

სამთავისის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ სამთავისის ცენტრში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გადმოცემით ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული, იმ ტაძრიდან აღარაფერი შემორჩა. დღევანდელი ტაძრის აგება, როგორც ტაძრის წარწერებიდან ირკვევა, დაკავშირებულია სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელთან, თარიღად კი 1030 წელია მითითებული. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოსს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის პირველი ნახევრიდან სამთავისი ზევდგინიძე-ამილახვრებს ებოძათ (გიორგი ბრწყინვალეს დროს).
XV საუკუნეში ძეგლს ჩამოენგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ტაძარი ადგილობრივ ფეოდალთა (ამილახვართა მიერ) ”მეორედ” იქნა აშენებული, ანუ აღდგენილ-განახლებული. ტაძრის მეორედ ამშენებლები იყვნენ გაიანე (ქართლის მეფე ბაგრატ მეოთხის და) და სიაოშ ამილახვრები (გაიანეს შვილი). თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ბურჯი, გუმბათი და დასავლეთ კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა.
ტაძარში იყო მოხატულობა რომელიც განუახლებიათ, ხოლო ნაწილი თავიდან მოუხატავთ. მოხატულობის კტიტორები იყვნენ გივი ამილახვარი და მისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი მელიტონ სამთავნელი (ამას გვამცნობს ტაძრის ინტერიერში აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთ ბურჯზე შემორჩენილი წარწერა). აღნიშნული სამუშაოები 1679 წელს შესრულებულა.
1847 წელს ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: ამოაშენეს სამხრეთის შესასვლელი, მოხსნეს დაზიანებული კარიბჭეები, შეაკეთეს ფასადების ქვედა მონაკვეთები, ინტერიერში შელესეს კედლები.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera


ა) მთავარი ტაძარი
 ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გეგმით აღმოსავლეთისკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25/18 მ. სიმაღლე 37 მ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებით. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ცენტრალურ სივრცეში აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი, რომელიც ნახევარწრიული ტარებითაა შეკრული და რომელსაც ეყრდნობა გუმბათი. გუმბათის ყელზე გადასვლა (კვადრატიდან წრეზე) ხორციელდება აფრების საშუალებით. გუმბათის ყელი 7 სარკმლის და 13 წახნაგისგან შედგება.

ტაძარს აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილი, ისევე როგორც საკურთხევლის, ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, ხოლო ტაძრის შიდა სივრცეს, დასავლეთის გასასვლელებით უკავშირდებიან. მათ თავზე კი თითო ამავე ზომის პატრონიკეა.
ინტერიერში არის XVII საუკუნის (1679წ) მხატვრობა. ყველაზე უკეთ გუმბათსა და საკურთხევლის კონში არის შემორჩენილი.

ფასადები დეკორირებულია, გარშემო შემოუყვება დეკორატიული თაღედი. განსაკუთრებით უხვად კი აღმოსავლეთი ფასადია მორთული. იგი სიმეტრიულად არის დანაწევრებული ლილვებით შემოფარგლული ხუთი დეკორატიული თაღით და აფსიდის ორივე მხარეს არსებული ფესტონებით შემკული ორი სამკუთხა ნიშნით. შუათაღი ყველაზე მაღალია, მასში ზევიდან ქვევით ერთმანეთის მიყოლებით გალაგებულია მოჩუქურთმებული დიდი რელიეფური ჯვარი, ვარდული, სარკმელი და მის ქვეშ გაგრძელებულ ღერძზე ორი ირიბად ერთმანეთზე მიდგმული კვადრატი. ფასადის მარჯვენა კუთხეში გრიფონის (თუ ფასკუნჯის) ბარელიეფი და ყურძნისა და ბროწეულის რელიეფებია (ასევე ყოფილა მარცხენა კუთხეშიც თუმცა დღემდე არ მოუღწევია). ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადები მოგვიანებით ძლიერ არის გადაკეთებული თუ შეკეთებული.

დღესდღეობით, ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.

 ბ) გალავანი – მრავალგვერდაა (200/70 მ). კედლების სიმაღლე 3-დან 5 მეტრამდე მერყეობს. თარიღდება XVII საუკუნის მეორე ნახევრით და XVIII საუკუნის პირველი მესამედით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორ იარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. ქვედა იარუსი 3-4 მ სიმაღლეზე ყრუა. ქვის საბრძოლო ბილიკი მხოლოდ სამხრეთით მიუყვება. ბილიკის გასწვრივ ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ჰქონდა ორი ჭიშკარი: დასავლეთით (რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს) და ჩრდილოეთით -სამრეკლოს ქვედა სართულში. გალავნის კედელში ჩრდილ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით თითო კოშკია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრულ კოშკს შესასვლი მეორე სართულზე აქვს, პირველი სართული კი ყრუ კედელია. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშნებია. მეორე კოშკი მცირე ზომის (1 მ-მდე დიამეტრის) სამეთვალყურეო კოშკია.


გ) ეპისკოპოსისი რეზიდენცი
ა - დგას მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩართულილა გალავანში. ორი ფენა განირჩევა, პირველი მიეკუთვნება - განვითარებულ ფეოდალურ ხანას, მეორე - XVIII საუკუნეს. ნაგებია რიყის დიდი ქვებით და ნაწილობრივ აგურით. ძლიერ დაზიანებულია.

დ) მცირე ეკლესია - დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით, გალავნის შუა წელზე. დარბაზულია (5,8/3,2მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარა, ჩამოცვენილია პერანგი, შიგნით 1,5 მეტრის სიმაღლემდე მიწითაა ამოვსებული.

ე) სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუა წელზე. იგი სამსართულიანი ნაგებობაა (5,7X7,3 მ). თარიღდება XVIII ს-ის I ნახევრით. ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია, პირველი სართული მაღალი და განიერი თაღოვანი კარიბჭეა. მის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია მეორე სართულზე ასასვლელი აგურის ათსაფეხურიანი კიბე. ინტერიერი რვაწახნაგოვანია, ჭერი – ნახევარსფერული. კედლებში ღრმა ნიშებია და ბუხარი. დასავლეთ კედელში მესამე სართულზე ასავლელი სპირალური კიბეა დატანებული. მესამე სართული გეგმით წრიული ფანჩატურია, იგი შვიდი შეისრული თაღით სიმეტრიულადაა გახსნილი. გადახურულია სფერული კამარით და აგურის შვიდწახნაგოვანი სახურავი აქვს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სამთვისის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია;

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.

ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

  

გაერთიანებული ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წევრი

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz