ახალი შუამთა - 14 სექტემბერში 2010 - ბლოგი - ნახე საქართველო


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:51
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ახალი შუამთა
20:01
ახალი შუამთა

ახალი შუამთა

(XVI ს.)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები
მთავარი ტაძარი, სამრეკლო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ფილადელფოს კიკნაძე-კიკნაველიძე, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი, 1832 წლის შეთქმულების სულიერი ლიდერი იყო.
1793 წელს დაიბადა იოანე კიკნაველიძისა და თინათინ აბაშიძის ოჯახში. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822წ.) – ფილადელფოსი.
ფილადელფოსმა შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური", რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი.
შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი.
ფილადელფოსის აზრით, სამშობლოს სიყვარული საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა დამპყრობლებმა საქართველო თითქმის დაღუპვის პირას მიიყვანეს. იგი ცდილობს, განსაზღვროს მცნება „სამშობლო" და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. ესენია: 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა-წყალი; 2. ერი, რომელსაც ვეკუთვნით და 3. ამ ერის რჯული და ადათ-წესები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც.
რვა თვის პატიმრობის შემდეგ ფილადელფოს კიკნაძე სატუსაღოში გარდაიცვალა 1833 წლის 5 სექტემბერს.
მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


ადგილმდებარეობა

ახალი შუამთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის დასავლეთით 7 კილომეტრში, ცივგომბორის მთის კალთაზე.


ისტორიული მიმოხილვა

ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.
ახალი ქართლის ცხოვრების პირველი და მეორე ტექსტის ავტორები შუამთაში მონასტრის წარმოშობაზე იძლევიან თითქმის ერთნაირი შინაარსის ცნობებს. პირველ ტექსტში ბერი ეგნატაშვილთან ვკითხულობთ: `ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ. ამა თინათინისასა იტყვან, სიყრმესა შინა ნახა ჩუანება ესე:` შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუა ესრეთ: `დამ უნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა.~ ხოლო რა ჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაკდინეს განსასუენებლად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთასა და დაადგინა მოძღუართ-მოძღაუარი. მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თვსსა შენებულსა~.
იგივე ფაქტი უფრო მოკლედ აღნიშნული აქვს ვახუშტი ბაგრატიონსაც.
შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული, რაზედაც ტაძრის კარის არქიტრავის ქვაზე მოთავსებული მხედრული წარწერა იუწყება: `ქ. ეკლესია ყოვლად (წმიდისა) შობისა, აღშენებული სანატრელად ხსენებული დედოფლის თინათინისა, დაძველებული და დაქცეული და ლორფინთაგან განძარცული კვალად (აღაშენა) მეფემან სრულიად ქვემოისა საქართველოს მან მეორედან ჰრაკლიმა ბრძანებითა და საფასითა წარგებითა გუმბათით და კიდეებით (და) სამხროებით~.
წარწერას ქრონიკონი არ უზის, მაგრამ ერეკლეს ტიტულატურის მიხედვით იგი ამ სამუშაოთა შესრულების დროს ქართლ-კახეთის მეფეა, ე.ი. ეს საქმიანობა უნდა მომხდარიყო 1762 წლის შემდეგ.
XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.
მონასტრის მთავარი ტაძარი ღმრთისმშობლის შობის სახელობისაა.
ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ ის ტრაპეზის ძირი აღმოჩნდა. იგი 1995 წელს ეკურთხა წმიდა მამა დავით გარეჯელისა და გარეჯში მოღვაწე წმიდა მამათა სახელზე.
მონასტრის სწორუპოვარ მნიშვნელობაზე მეტყველბს ის საგანძურიც, რომელიც ასწლეულების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ შეწირულობების სახით მონასტრისთვის იქნა ბოძებული - მათ შორის იყო ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი და სხვ. აქვე ყოფილა მდიდარი წიგნსაცავიც.
XIX ს-ში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე, მარიამ ავალიშვილი (1836), პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1846), დავით ჭავჭავაძე (1884). ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის - ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისათვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.
ტაძრის დღესასწაულია 8/21 სექტემბერს - ღვთისმშობლის შობის დღეს, მეორე დღეს კი ეპისკოპოს კირიონის მიერ დაწესებულია დედოფალ თინათინის სულის მოსახსენიებელი მსახურება - წირვა-ლოცვა. ტრადიციულად, მონასტრის წინამძღვარია ეპარქიის მღვდელმთავარი, ამჟამად, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ამჟამად, ამ ადგილას ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.


ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.


არქიტექტურული აღწერა

1.  ახალი შუამთის ტაძრის (12,9X17,8 მ., სიმაღლე 24,2 მ.) გეგმა სწორკუთხედშია მოთავსებული. ტაძარი თავდაპირველად მთავარი კორპუსისა და გარშემოსავლელისაგან შედგებოდა. პირველი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი, მეორე კი შესამჩნევად დაზიანებულია. მთავარი კორპუსის შიდა სივრცის ძირითადი შემქმნელია ჯვრის მკლავები, რომელთა გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული. აღმოსავლეთის მონაკვეთი სამნაწილიანი საკურთხევლისაგან შედგება. ცენტრში აფსიდია ბემით, გვერდებზე კი – სადიაკვნო და სამკვეთლო. სამივე სათავსე ერთმანეთთან კარებითაა დაკავშირებული. ასევე, გვერდითი სათავსები კარებითაა დაკავშირებული დარბაზთან. აღნიშნუკლი გვერდითი სათავსები ღრმა აფსიდებით მტავრდება და თითო სარკმლით ნათდება. 
ტაძრის ძირითადი სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები შესამჩნევად მაღლებია და ისრული ფორმის კამარებითაა გადახურული. იმავე მოხაზულობას იმეორებს გუმბათის საბრჯენი თაღები. გვერდებზე მდებარე გრძელი ნავები დასავლეთის მკლავს თითო დაბალი და განიერი თაღით უერთდება, რომლის მოხაზულობა და გვერდითი ნავების გადამხური კამარებიც ისრული ფორმისაა. განაპირა ნავები სამხრეთ და ჩრდილო კედლებში მდებარე თითო სარკმლით ნათდება.

გუმბათი ეყრდნობა აღმოსავლეთ საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთით – ორ პილონს. ეს პილონები თავისთავად დაბლებია და კვეთში ოდნავ ოვალური ფორმისაა. პილონები მცირე შემაღლების ბაზისებზე ეყრდნობა და მთავრდება ლოტოსივით გადაშლილი კაპიტელებით. თითქმის ასევეა გადაწყვეტილი მოპირდაპირე დასავლეთის პილასტრები. გუმბათის საყრდენებიდან დასავლეთისას ორ-ორი პილასტრი მისდევს და კაპიტელებით მთავრდება. აღმოსავლეთით კი პილასტრები მხოლოდ Bბემის მხარესაა. კაპიტელები აქაცაა, გვერდით მკლავებში გუმბათის საბრჯენი თაღების იმპოსტები იმავე პროფილს იმეორებენ. კაპიტელები ყველგან რარისებურადაა დამუშავებული.
გუმბათის ცილინდრი ოდნავ გადმომჯდარია, კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრული წესით, ზედ აფრაზე პატარა ტრომპებია გამოყვანილი.
ტაძრის შიდა სივრცის განათების ძირითადი წყაროა ჯვრის მკლავებში განლაგებული თითო მაღალი სარკმელი და გუმბათის ყელში მდებარე რვა სარკმელი. გარდა ამისა დასავლეთის სიგრძივ კედლებში დატანებულია ორ-ორი სარკმელი.
ტაძარში შესასვლელი მოწყობილია დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. კარები, ჩვეულებრივ, არქიტრავული გადახურვითაა, მაგრამ შიგნით იქმნება თაღოვანი ტიმპანები.
ახალი შუამთის ტაძრის სამ მხარეს მდაბარე სათავსოები ასახულია ა. მუსლოვის მიერ ასიოდე წლის წინათ შესრულებულ ნახაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ნახაზი არაზუსტია, იგი მაინც იძლევა ზოგად წარმოდგენას. XIX საუკუნის შუა ხანების შემდგომ სახურავებჩანგრეული დასავლეთის მინაშენი აღდგენის მაგივრად დაუნგრევიათ და დაუტოვებიათ მხოლოდ აღმოსავლეთით მდებარე სამლოცველოები, რომლებიდანაც ჩრდილოეთისა თითქმის სამგერ აღემატება სამხრეთისას.
სამხრეთ სამლოცველოს დარბაზი თითქმის კვადრატული გეგმისაა და აფსიდით მთავრდება. მის ძირითად კორპუსთან დასაკავშირებლად სადიაკვნოდან კარი გაუჭრიათ. სამლოცველოს დარბაზი შეისრული კამარითაა გადახურული და აფსიდს იმავე ფორმის კონქი ახურავს. განათება მხოლოდ აღმოსავლეთით, დაბლა, მდებარე სამკლავიდანაა. იმავე აფსიდის კედლებში თითო ნიშია ორივე მხარეს. ჩრდილოეთის სამლოცველო თითქმის ორჯერ გრძელია სამხრეთისაზე. მასში შესასვლელი დასავლეთიდანაა. დარბაზი აქაც შეისრული კამარითაა გადახურული. იმავე მოხაზულობას ატარებს აფსიდის დამამთავრებელი კონქიც. სამი ნიში აფსიდშია და ერთი ეკლესიის კედელში. სამლოცველოს განათება აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან თითო სარკმლით ხდება. აგურით ნაგებ ფასადებზე მორთულობა მასალის შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თავდაპირველად ახალი შუამთის ტაძარი ცისფრად მოჭიქული კრამიტით ყოფილა გადახურული. ტაძრის იერს სამი საფეხური ახასიათებს – პირველი არის გარსშემოსავლელი, მეორე ძირითადი კორპუსის გადახურვა და მესამე - გუმბათი. ფასადების მორთვის ძირითადი ელემენტებია თაღები და ჯვრები. ოთხივე ფასადზე თაღებია გამოყენებული, მაგრამ სხვადასხვა სისტემით. სხვებზე უკეთ მორთულია აღმოსავლეთის ფასადი. ცენტრი გამოყოფილია მაღალი თაღით და ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია დიდი ჯვარი. თაღში ჩასმული `გოლგოთის ჯვარი~ მეორდება ოთხივე ფასადზე. აღმოსავლეთის ფასადის გვერდით მონაკვეთებზე სწორკუთხედში პატარ-პატარა თაღები ერთმანეთზეა დახვავებული. მოპირდაპირე დასავლეთის ფასადის გვერდითი მონაკვეთები ორ-ორ იარუსიანია. ზედა იარუსზე ისრული თაღები სწორკუთხედებშია ჩასმული. ქვედა იარუსზე კი მხოლოდ ისრული თაღებია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთის მონაკვეთში თითო მაღალი და დაბალი თაღია. სამხრეთით ისრული თაღი მხოლოდ კარს შემოუყვება, მის მარცხნივ კი მხოლოდ სწორკუთხედია.
ასვე სწორკუთხედში ჩასმული თაღებით მორთულია ტაძრის ქვედა კორპუსის მაღლა აწეული ჯვრის მკლავების გვერდები. შენობის იმავე მონაკვეთზე თაღებს ზემოთ, ფრიზივით გასდევს პატარა ჯვრებისა და რომბების გამოსახულება. ფასადების ზოგიერთი ნაწილი აქცენტირებულია შორენკეცებით.
რვაგვერდა პრიზმული გუმბათი შესამჩნევად მაღალია, თითოეული წახნაგი ლილვებითაა შემოფარგლული. იმავე ლილვებით ყოველი წახნაგი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. მონაკვეთების სიმაღლე ქვემოდან ზემოთ მკვეთრად მცირდება. ქვედა მაღალ მონაკვეთს სარკმელი განსაზღვრავს. შემდეგ კვადრატული ჩაღრმავებაა და ზემოთ დაწვენილი სწორკუთხედია, რომელსაც ფრიზის ადგილი უჭირავს. თვით მაღალი და წვრილი სარკმელი ასეთივე პროპორციის ჩაღრმავებულ სწორკუთხედშია ჩასმული. სწორკუთხედს ამთავრებს აგურის კბილანა წყობის ერთი რიგი. მთლიანად სარკმლის არე ისრული ფორმის თაღითაა შემოფარგლული, რომლის ცენტრში პატარა ჯვარია გამოსახული. გუმბათის კარნიზიც კბილანა ყოფილა, ამჟამად ნალესობითაა დაფარული.

ტაძრის ინტერიერი აგებისთანავე მოუხატავთ. ტაძრის ფრესკები, ნაწილობრივ დაზიანებული, მხატვრული გადაწყვეტით გვიანათონური მხატვრობის თანადროულია. ფერწერულ ანსამბლში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებისა და ცალკეული გამოსახულებების გვერდით ჩაურთავთ სამეფო ოჯახის პორტრეტი, რომელზეც წარმოდგენილია მეფე ლევანი, დედოფალი თინათინი და მათი ძე.
სამწუხაროდ მე-XIX საუკუნეში ტაძრის გარეთა მასები შეულესავთ, თეთრად შეუღებიათ და ჯვრები და სხვა დეკორატიული ელემენტები მუქი წითელი ფერით ამოუვსიათ.

2. მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართული ოთხსართულიანი სამრეკლო ტაძრის თანადროული უნდა იყოს.



ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.




                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 1425 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz