სვანეთი
3 დღიანი ტური
ნახე გარანტირენული გასვლები
მიმართულება: სვანეთი
მოსანახულებელი ადგილები: მესტია, ლატალი, ჭალადის მყინვარი, იფარის წმ. გიორგის მონასტერი, მულახი, კალა – კვირიკეს ეკლესია, უშგული, სვანეთის მუზეუმები (მესტია და უშგული)
ხანგრძლივობა: 3 სრული დღე (2 ღამე)
ტურისტების რაოდენობა ჯგუფში: 12-14 კაცი
განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში ან მულახში
ტურის პროგრამა
1 დღე:
დღის განრიგი: გასვლა თბილისიდან მიკროავტობუსით დილის 6:30 საათზე. სადილი 2 საათზე ენგურის ხეობაში. მისვლა მესტიაში 04:00 საათზე. განთავსება საოჯახო სასტუმროში. მცირე შესვენება და მესტიის მიზეუმების (ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების სვანური სახლი და კოშკი – მუზეუმი) დათვალიერება. დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი.
განთავსება: მესტიაში, საოჯახო სასტუმროში
კვება: სადილი გზაში, ვახშამი სასტუმროში
2 დღე:
დღის განრიგი: საუზმე. გასვლა სასტუმროდან ადგილობრივი მძღოლების მიკროავტობუსით დილის 08:00 საათზე. უღვირის ტბასთან შეჩერება, კალას მონახულება და კვირიკეს სალოცავის მოლოცვა. სადილი უშგულში კაფე "უშგული". უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი. საათნახევრიანი ექსკურსია უშგულში. დაბრუნება სასტუმრო სახლში.
განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი.
3 დღე:
დღის განრიგი: საუზმე. გასვლა სასტუმროდან მიკროავტობუსით 7:30 საათზე. მესტიაჭალა და 4 საათიანი ქვეითი ექსკურსია ჭალადის მყინვარზე – ამ მყინვარიდან იღებს სათავეს ენგურის მარჯვენა შენაკადი მდ. მესტაიჭალა. სადილი. დაბრუნება მესტიაში, ლატალის ღვთისმშობლის ეკლესიის (ლამრია) მოლოცვა, ბეჩოში, მჟავე წყლების სტუმრობა. გამომგზავრება თბილისისკენ. გზად ვახშამი. ჩამოსვლა თბილისში დაახლოებით შემდეგი დღის – ორშაბათი, ღამის 1-2 საათზე.
კვება: საუზმე, სადილი.
ტურის ფასი: 250 ლარი (ჯგუფური მოთხოვნით 230 ლარი)
ფასში შედის:
- განთავსება საოჯახო სასტუმროში;
- ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
- ქართულენოვანი გიდი;
- სამჯერადი კვება.
ფასში არ შედის:
- დამატებითი მომსახურება
- მუზეუმების ადგ. მოსაკრებელი
მობ: 551 844 644
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: mindia.tsiklauri
ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|