აწყურის ციხე XI ს. აწყურის ციხე, ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.
აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.
ამჟამად აწყურის ციხე დანგრევის პირასაა.
18:00 – 21:00 გაცილების ვახშამი რესტორანში (ასარჩევია) 21:00 სასტუმროში განთავსება.
29 ოქტომბერი 01:20 გაცილება აეროპორტში და დამშვიდობება
ტელ: 75 33 29
მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: toursingeorgia.1 ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|