მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 09:00
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21

ქაჩუს ციხე

გვიანდელი შუა საუკუნეები


ნასოფლარში ემავალი ძეგლები
ქაჩუს ციხე (ოთხი ციხე-სახლი და მინაშენი)


ადგილმდებარეობა

ძეგლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა ხეობაში, შატილიდან სამხრეთ-დასავლეთით 1.5 კილომეტრში.


ისტორიული მიმოხილვა, ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ 
მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა
მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი დ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2949 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

შატილი

( X - XI სს)


ნასოფლარში შემავალი ძეგლები

I. ციხე-სახლები ანუ ქვითკირები
II. კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი)
III. კალოიანი სახლები
IV. საფეხვნო
V. სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები)
VI. საბძლური, სალუდე


მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია

შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.

ადგილმდებარეობა

სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნის და შატილისწყლის (შატილურა) შესართავთან, არღუნის მარც ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4267 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

მუცო

გვიან შუასაუკუნეები


ნასოფლარში შემავალი ძეგლები

I. ბორჩაშვილების ციხე-სახლი
II. ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
III. თორღვაის კოშკი
IV. თორღვაის ციხე-სახლი
V. კოშკიანი ციხე-სახლი
VI. ჩოლოყაანთ კოშკი

მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია 

უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს.

ადგილმდებარეობა

სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12 კილომეტრში.


ისტორიული მიმოხილვა, ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. 1769 წ. გადაუწვავთ და ნანგრევე ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3389 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ანატორის ნასოფლარი და აკლდამები

(XI-XV სს)


კომპლექსში შემავალი ძეგლები

I. ბანურსახურავიანი ნაგებობები
II. ოთკუთხა ნაგებობა
III. სამაროვანი
IV. აკლდამა
V. მარიამწმიდის ეკლესია


მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია 

სავარაუდოდ, ანატორში პირიქითა ხევსურეთის ერთ–ერთი პირველი ეკლესია აშენდა.


ადგილმდებარეობა

სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.


ისტორიული მიმოხილვა

ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

შატილიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრზე, ანატორელთა ნასოფლარშიც (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვე ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 6368 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ელია ეზბეთელის სახ. ტაძარი ელიას მთაზე

( VI ს.)

2 აგვისტოს დედოფლისწყაროში ელიაობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ელია ეზბეთელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. 

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილია, ტრადიციის მიხედვით, ღამე ელიას მთაზე ათევს. 

ელიაობის აღნიშვნა უძველესი ტრადიციაა, რომელიც დროთა განმავლობაში სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და რელიგიური დატვირთვაც მიიღო.
ელია ეზბეთელის ტაძარი, რომელიც ელიას მთაზე დგას, VI საუკუნით თარიღდება. ეკლესიის რესტავრაცია სამი წლის წინ, 2007 წელს განხორციელდა. 

 

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 6834 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ხორნაბუჯი

(V ს.)


ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად.

წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4692 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ბოდბის სამონასტრო კომმპლექსი

(VIII-IX სს )


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, სამონასტრო ნაგებობები.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული.
ბარონ დე ბაიმ (ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო), ფრანგმა არქეოლოგმა და მოგზაურმა XIX დასასრულს მოინახულა ბოდბე. იგი აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, კერძოდ შამპანში, სადაც მდებარეობს დე ბაის საგვარეულო ციხე-დარბაზი, მრავლადაა `ქრისტიანი ქალის~ სახელზე აგებული ეკლესია. ბარონ დე ბაის გამოკვლევით `ქრისტიანი ქალი~ და წმინდა ნინო ერთი და იგივე პირია.
მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგან (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) `წმინდა ნინოს წყაროს~ ეძახიან. ამ წყაროს ამბობენ, რომ ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.


ადგილმდებარეობა

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3546 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (1)

სიღნაღი და სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

(XVIII ს.)


ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. "გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე"- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.

მე-13 საუკუნის 20-30 _ იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ჩრდილო განედის 410სა და 371ზე და აღმოსავლეთ გრძედის 450სა და 551ზე. ქალაქის ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა მოიცავს. ქალაქი თბ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 5631 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

მთავარანგელოსთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსი დარიალში

(2005 – ...)


 

 


< ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4538 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

გუდაური


სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის 'ლებიოდკის' მეშვეობით ადიოდნენ.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო", ამჟამად „გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეად

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4852 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

(VI ს.)


ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.
აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 4152 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

ალავერდის ღვინის მარანი

სტატიის ავტორი ალეკო ცქიტიშვილი.

სტატია ამოღებულია 24 საათის ვებ გვერდიდან

„ამ მარნის რეაბილიტაციით XI-XII საუკუნე გაახალგაზრდავდა და XXI საუკუნე დაბერდა.

წარსული აწმყოს შეუერთდა და მათ შორის არსებული ზღვარი წაიშალა", - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მარნის დასათვალიერებლად მიგვიძღვება. „ღვინის კლუბის" წევრებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან ალავერდის მონასტრის მარანი ყველასთვის ღია არ არის. მისი დათვალიერების კურთხევას პირადად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გასცემს და ცხადია, ამას დამსახურება უნდა. მარნის რეაბილიტაციის ისტორიის სრულყოფილად გადმოცემაც, ყველა სპეციფიკური ნიუანსის გათვალისწინებით, მხოლოდ მეუფეს შეუძლია. მადლობა უფალს, რომ „ღვინის კლუბზე" ეს წყალობაც მოიღო.

„ეს ქვევრი არქეოლოგებმა XII საუკუნით დაათარიღეს მასზე გამოსახული გრაფიკული ორნამენტის მიხედვით", - აგრძელებს მეუფე და XII საუკუნის ოსტატის ნახელავს მოწიწებით ეხება - „დანარჩენი ქვევრებისათვის კირ-დუღაბის გარსი არ შემოგვიხსნია. ღვთის წყალობით, ყველანი დ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4058 | დაამატა: mindia | თარიღი: 21.09.2010 | კომენტარი (0)

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz