მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 08:08
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14

გრემი

(XV ს.)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

I. მთავარანგელოზთა კომპლექსი
ა) მთავარანგელოზთა ეკლესია
ბ) 3-სართულიანი სასახლე-სამრეკლო
გ) სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა)
დ) კოშკებიანი გალავანი
ე) ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

II. სამეფო რეზიდენცია
ა) სამეფო სასახლეები
ბ) შადრევნიანი შენობა
გ) რვაკუთხა კოშკი
დ) აგურით ნაგები აბანო და სხვა

III. სავაჭრო უბანი
ა) გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები)
ბ) სასტუმრო (ქარვასლა)
გ) აბანო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია 



გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი.
ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3462 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

ახალი შუამთა

(XVI ს.)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები
მთავარი ტაძარი, სამრეკლო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ფილადელფოს კიკნაძე-კიკნაველიძე, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი, 1832 წლის შეთქმულების სულიერი ლიდერი იყო.
1793 წელს დაიბადა იოანე კიკნაველიძისა და თინათინ აბაშიძის ოჯახში. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822წ.) – ფილადელფოსი.
ფილად ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3455 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

ალავერდი

(XI ს.)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი.

დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური გამოდგა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციისას) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაშია მოთავსებული და მწვანე ქვის ზოლითაა გამოყოფილი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი სხვადასხვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3142 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

ანანურის კომპლექსი

(XVI-XVII სს)


კომპლექსშ შემავალი ობიექტები

ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები;


ადგილმდებარეობა

ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, თბილისიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 66 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.


ისტორიული მიმოხილვა

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4703 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

მცხეთის ჯვრის მონასტერი

(VI ს–ის მეორე ნახ.)




კომპლექსში შემავალი ნაგეობობები

მცირე ეკლესია, მთავარი ტაძარი, გალავანი, კოშკის ნანგრევები და სხვა ნაგებობათა ნაშთები.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

მცხეთის ჯვრის ტაძარი აგებულია წმინდა ნინოს მიერ აღმართული პატიოსანი ჯვრის გარშემო, როგორც ამ უნიკალური სიწმინდის ბუდე და სანაწილე (ა.ოქროპირიძე).


ადგილმდებარეობა

ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.


ისტორიული მიმოხილვა

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 5046 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

სამთავრო

(IV - XVIII)


 

კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი კოშკით.



მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს "წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: "აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაიო ნინოსსა”.


ადგილმდებარეობა

სამთავროს ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის ცენტრში;


ისტორიული მიმოხილვა

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3631 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

ბებრის ციხე


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

ციტადელი და ქვედა ეზო.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები


ადგილმდებარეობა

ბებრის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჩრდილოეთ 2 კმ-ში.


ისტორიული მიმოხილვა

ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: "დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.

2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 4292 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

სვეტიცხოველი


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, ანტონ II კათოლიკოსის სასახლე, მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე და კოშკი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს, (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა სვეტიცხოვლის საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. ტაძარში გათხრები ჩატარდა ასევე 2006 წელს (ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე).

ადგილმდებარეობა

სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.

ისტორიული მიმოხილვა

სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის აგება, როგორც ცნობილია დაკავშირებულია მოციქულთასწორ, ქართლის გამაქრისტიანებელთან _ წმ. ნინოსთან და იმ დროინდელ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3572 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

შიო მღვილის სამონასტრო კომპლექსი


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები, ჯვრის ამაღლების ეკლესია, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო და წყალსადენი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია


მონასტერი დაარსა შიომ, მღვიმელად წოდებულმა, რომელიც ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო.
მონასტერში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, ცნობილი ისტორიკოსები არსენი და ბასილი ვაჩეს ძე. მონასტერს გააჩნდა მდიდარი წიგნების ბიბლიოთეკა.

ადგილმდებარეობა

შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.

ისტორიული მიმოხილვა

შიო ოცი წლის ასაკში დაემოწაფა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს, თან წამოყვა ქართლში და 543-47 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს, შიო ზედაზნი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 6183 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

არმაზის ციხე


არმაზისხევი წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც გათხრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მარვალრიცხოვანი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად, იქ მოპოვებული მასალა დაცულია იქვე არმაზისხევში მდებარე საველე მუზეუმში.


ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზე ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 3593 | დაამატა: mindia | თარიღი: 14.09.2010 | კომენტარი (0)

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz