მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 14:00
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » სიღნაღი და სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი
13:31
სიღნაღი და სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

სიღნაღი და სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

(XVIII ს.)


ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. "გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე"- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.

მე-13 საუკუნის 20-30 _ იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ჩრდილო განედის 410სა და 371ზე და აღმოსავლეთ გრძედის 450სა და 551ზე. ქალაქის ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა მოიცავს. ქალაქი თბილისიდან 113 კმ-ითაა დაშორებული. მას მრავალი ხევებითა და ღელეებით კლდოვანი ხასიათი ეძლევა, რაც კარგ პირობებს ქმნიდა მოსახლეობისთვის მტრისგან თავის დასაცავად. თვით სიტყვა "სიღნაღი" ნიშნავს თავშესაფარს, სანგარს.

ადრე არსებული პარატა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გარს ერტყა თავისი ციხე-გალავანი, 1770 წელს მეფე ერეკლე მე-2-ემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰა ფართობის მქონე ციხე-გალავანი, რომელსაც მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, იგი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ძეგლებში. დღეისათვის გალავანი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურებიდან გადახედონ დიდებულ ალაზნის ველს.

სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: ციხე-გალავანი, ძველი ეკლესიის ზარები, ლამაზი სახლები უაღრესად ეროვნული, ამოჩუქურთმებული აივნები, ქართული აგურით ნაშენი სართულები, მარნები და სარდაფები. ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლო და განსაკუთრებულობა გააჩნია.

მე-19 საუკუნისათვის სიღნაღის მაზრა ცნობილი იყო განვითარებული ეკონომიკით. იგი წარმოადგენდა ხელოსნობის, ვაჭრობის და კულტურის უმსხვილეს ცენტრს აღმოსავლეთ საქართველოში. ქალაქში ამქრული ხელოსნობის 20 სხვადასხვა დარგს მისდევდნენ. ქალაქის მთავარ მოედანზე განლაგებული იყო 131 დუქანი და სავაჭრო ფარდული.

სიღნაღში 1872 წლის 19 აგვისტოს გაიმართა პირველი ოფიციალური თეატრალური წარმოდგენა. სიღნაღის თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც იყვნენ სანდრო ახმეტელი, ლადო მესხიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე და სხვ.

სიღნაღი იყო რიგით მეხუთე ქალაქი, სადაც ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი ნაბეჭდი გაზეთი "ხმა კახეთისა" 1912 წელს. გაზეთი მხარის საჭირბოროტო საკითხებზე სწერდა.

ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.

სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.

სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.



 


 


 


 



                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)


ნანახია: 5633 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz