მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 05:27
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » გერგეტის სამება
16:42
გერგეტის სამება

გერგეტის სამება

(XIV ს–ის 30–იანი წ.)


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

გერგეტის სამება ადრე "მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი.


ადგილმდებარეობა

გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.


ისტორიული მიმოხილვ

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც "სამების საყდრისშვილებად”, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება "მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე "მოსახსენებელი სულთაი” – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

არქიტექტურული აღწერა

1.  გერგეტის სამების ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანია, გეგმით – სწორკუთხა (11.9X15,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. შიგნით გუმბათი მთლიანად გამოყვანილია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ამოქოლილია). ტაძრის შიდა სივრცეს აგვირგვინებს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა – აფსიდითაა დასრულებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით (გვიანდელია). საკურთხევლის ცენტრში დგას სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის აეთ-იქით ოთკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსში შესასვლელი დარბაზიდანაა. კარი სამკვეთლოსა და საკურთხეველს შორისაცაა. სადიაკვნეს სარკმელი სამხრეთით აქვს, სამკვეთლოს – აღმოსავლეთით. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია. მათში ასასვლელი სადიაკვნის კამარაში მოწყობილი ხვრელიდანაა. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისაგან გამოყოფილია თითო თაღით. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. მათში მოხვედრა დასავლეთის მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით შეიძლება. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში – ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია. 

აღმოსავლეთის ფასადის სარკმელს ლილვებით შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა შექმნილი ჯვარიც, რომელიც ამავე სარკმლის თავზეა აღმართული და თითქმის მთლიანად ავსებს ფასადის ზედა ნაწილს. ჯვარს შუაზე გასდევს მოჩუქურთმებული ფართო ზოლი. მკლავებს შორის კუთხეებში ჩასმულია ოთკუთხა ქვები, რომლებსაც ორნამენტიანი ჩარჩო აქვთ. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმელებზე მოჩუქურთმებული ფართო არშიაა შემოვლებული. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, თაღოვან სარკმელსაც, რომელსაც თავზე ადგას ლილვებითვე გამოყვანილი სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარი. ეს ჯვარი სიდიდით აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე ბევრად ნაკლებია. ლილვებშორის არე შევსებულია ჩუქურთმით. სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები. შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული სწორკუთხა კარსაც. კარის თავზე და გვერდებზე აქაც ჩუქურთმიანი მედალიონებია ჩასმული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე ჩასმულია მედალიონები.
სამხრეთის კარი სწორკუთხაა.კარს შემოვლებული აქვს მსხვილი ლილვები. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე აქაც მედალიონებია ჩასმული.ზემოთ, ერთ ღერძზე, თაღოვანი სარკმელი და ჯვარია. სარკმელი შემოფარგლულია არშიით. ჯვარი სწორკუთხამკლავებიანია. ქვემოთ ისევ მედალიონებია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მცირე მრგვალი მოჩუქურთმებული სარკმელია.


შედარებით ნაკლებადაა მორთული ჩრდილოეთის ფასადი. მოჩუქურთმებულიამხოლოდ სარკმელი. სარკმლის გვერდებზე მედალიონებია, თავზე – შედარებით მომცრო ჯვარი. ჯვრის ზედა მკლავს ქუდივით ახურავს ლავგარდანი.
დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა. თითოეულ წახნაგსთაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი ცრუა. სარკმლებს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირეები და შეწყვილებული ლილვები.
XV საუკუნის დასასრულს ან XVI საუკუნის I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე მიუშენებიათ თლილი ქვის კამაროვანი სათავსი, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. შემდგომ სათავსისათვის სამხრეთით კედელი მიუშენეს და კარი გაჭრეს, ხოლო ტაძრის კარო ამოლუქეს. ამის შემდეგ ეს სათავსი დახურულ საკრებულოდ – "საბჭეოდ” იქცა.
ეკლესია რამდენჯერმეა რესტავრირებული. აღდგენილია ვიწრო ლავგარდანი და ლილვოვანი სარტყელი სარკმლების ქვემოთ. ბოლო რესტავრაცია (პროექტის ავტორი რ. გვერდწითელი) 1970-74 წლებში ჩატარდა. აღდგა სახურავისა და ლავგარდნის ნაწილები, გუმბათის ყელი.

2. ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრზე, დგას XIV საუკუნის II ნახევარში აგებული ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული (607X6.9 მ) გალავანში შესასვლელი იყო.აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებშისაბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია. არშიის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბოებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი. ფრიზის თავზე მარტივი ლავგარდანია.  

სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთის ფასადი შედარებით უფრო პარადულია – აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც ძირითადად შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისაგან, რომლებიც ბურთულებიან ბაზისებს ეყრდნობა. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული. ერთ ქვაზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითქაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ მცირე სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია იგი კალატოზის იყოს) რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს რელიეფი გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფნით.

3. გალავანი ახლანდელი დროისაა, შესაძლოა მოჰყვებოდეს ძველი გალავნის საძირკველს.


ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი

გერგეტის სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.




                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 3291 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz