მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 08:05
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » არმაზის ციხე
16:10
არმაზის ციხე

არმაზის ციხე


არმაზისხევი წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც გათხრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მარვალრიცხოვანი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად, იქ მოპოვებული მასალა დაცულია იქვე არმაზისხევში მდებარე საველე მუზეუმში.


ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

არმაზის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კილომეტრში, მდინარე არმაზისხევის ხეობაში.

არმაზის ციხე თარიღდება XIII-XV სს–ით. ციხე შედგება გალავანისა და კოშკებისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ჰქონდა (დარჩენილია კვალი). 
გალავანი გეგმით ტრაპეციისმაგვარია (26X27,5 მ). კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. წარმოადგენს წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას (გვერდების სიგრძე 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამავე სართულზე აქვს მოზრდილი სარკმლებიც. მესამე სართულიც ქონდა, მაგრამ დღეს მხოლოდ მისი ქვედა ნაწილია შემორჩენილი.




ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)



ნანახია: 3593 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz