ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად.
წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI
... კითხვის გაგრძელება »
ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, სამონასტრო ნაგებობები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული. ბარონ დე ბაიმ (ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო), ფრანგმა არქეოლოგმა და მოგზაურმა XIX დასასრულს მოინახულა ბოდბე. იგი აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, კერძოდ შამპანში, სადაც მდებარეობს დე ბაის საგვარეულო ციხე-დარბაზი, მრავლადაა `ქრისტიანი ქალის~ სახელზე აგებული ეკლესია. ბარონ დე ბაის გამოკვლევით `ქრისტიანი ქალი~ და წმინდა ნინო ერთი და იგივე პირია. მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგან (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) `წმინდა ნინოს წყაროს~ ეძახიან. ამ წყაროს ამბობენ, რომ ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.
ადგილმდებარეობა
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველ
... კითხვის გაგრძელება »
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. "გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე"- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.
მე-13 საუკუნის 20-30 _ იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.
ქალაქი სიღნაღი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ჩრდილო განედის 410სა და 371ზე და აღმოსავლეთ გრძედის 450სა და 551ზე. ქალაქის ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა მოიცავს. ქალაქი თბ
... კითხვის გაგრძელება »
სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის 'ლებიოდკის' მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო", ამჟამად „გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეად
ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს. აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩა
... კითხვის გაგრძელება »
„ამ მარნის რეაბილიტაციით XI-XII საუკუნე გაახალგაზრდავდა და XXI საუკუნე დაბერდა.
წარსული აწმყოს შეუერთდა და მათ შორის არსებული ზღვარი წაიშალა", - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მარნის დასათვალიერებლად მიგვიძღვება. „ღვინის კლუბის" წევრებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან ალავერდის მონასტრის მარანი ყველასთვის ღია არ არის. მისი დათვალიერების კურთხევას პირადად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გასცემს და ცხადია, ამას დამსახურება უნდა. მარნის რეაბილიტაციის ისტორიის სრულყოფილად გადმოცემაც, ყველა სპეციფიკური ნიუანსის გათვალისწინებით, მხოლოდ მეუფეს შეუძლია. მადლობა უფალს, რომ „ღვინის კლუბზე" ეს წყალობაც მოიღო.
„ეს ქვევრი არქეოლოგებმა XII საუკუნით დაათარიღეს მასზე გამოსახული გრაფიკული ორნამენტის მიხედვით", - აგრძელებს მეუფე და XII საუკუნის ოსტატის ნახელავს მოწიწებით ეხება - „დანარჩენი ქვევრებისათვის კირ-დუღაბის გარსი არ შემოგვიხსნია. ღვთის წყალობით, ყველანი დ
... კითხვის გაგრძელება »
დმანისის ნაქალაქარის მუზეუმ-ნაკრძალში 150-მდე ძეგლი შედის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ქ ა ლ ა ქ ი ქალაქის გარეუბანი
I. გალავანი
II. შიდა ციხე
III. დმანისის სიონი
IV მარინეს ეკლესია
V ორი ეკლესია
VI წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნე
... კითხვის გაგრძელება »
შემორჩენილია კედლები და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
რუსმა პოეტმა მ. ი. ლერმონტოვმა დარიალის ციხეს მიუძღვნა ლექსი, რომლის მიხედვითაც დარიალის ციხეს ხალხმა „თამარის ციხე" შეარქვა. სამწუხაროდ, ბევრს ეს თამარი ჰგონია თამარ მეფე (1184-1213 წწ.), რომელსაც არაფერი აქვს საერთო ლეგენდარულ თამართან.
ადგილმდებარეობა
დარიალის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–თიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე.
ისტორიული მიმოხილვა
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი,
... კითხვის გაგრძელება »
გერგეტის სამება ადრე "მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი.
ადგილმდებარეობა
გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.
ისტორიული მიმოხილვა
ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც "სამების საყდრისშვილებად”, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფ
... კითხვის გაგრძელება »