ნახე საქართველო - სიონის საკათედრო ტაძარი


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:48
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
free counters
საიტის მეგობრები

sionis sakaTedro taZari
(VI s) 


1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარი, ორი სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 
სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება. 
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.
ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა. 
სიონის ტაძარში, კანკელის სამხრეთით, კედელში, წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია VI ს-ში მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890). 
გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. 
სიონშია დასვენებული ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეული ხატი: მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების", წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.

3. adgilmdebareoba

თბილისის სიონი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ქუჩა # 4–ში.

5. istoriuli mimoxilva

გადმოცემის მიხედვით, პირველი ეკლესია ამ ადგილას V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. ერთი ასწლეულის შემდეგ კი, 570-580-იან წლებში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის სურვილით, ამავე ადგილას ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ უმნიშვნელოვანესი სალოცავის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ერისმთავრები და ქალაქის მოსახლეობა. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს მმართველობის პერიოდში – 620-იან წლებში დასრულდა. გადმოცემის თანახმად, გუარამი და ადარნასე აქ არიან დაკრძალულები. 
ტაძარი მრავალჯერ დაუნგრევია და დაურბევია მტერს. ამიტომ თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა. სავარაუდოდ, იგი საფუძვლიანად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების (1122 წლის) შემდეგ.
1226 წელს, როცა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა ჯალალ-ედ-დინი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის. ნაგებობა მალევე შეაკეთეს.
1386 წელს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა. XV საუკუნეში იგი იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.
1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები. 
1657 წელს, როსტომ ხანის მმართველობის პერიოდში, ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო (ეგვტერი) მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა; ხელახლა მოახატვინა და მოართვევინა ჯვრის მკლავები და კარიბჭე. როსტომ ხანს სიონის მიწაზე ქარვასლა აუშენებია და მისი შემოსავლიდან ყოველწლიურად ას მარჩილს სწირავდა ტაძარს. 
1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა. 1710 წელს ვახტანგ VI-მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.
1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანს თბილისის მმართველის ისაყ-ფაშასთვის სიონის ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანებია. თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით, თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვნის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. ეს ტრადიცია 1899 წელს კვლავ აღადგინეს.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდო. XIX საუკუნეში ნაგებობა რამდენჯერმე შეაკეთეს: საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი" ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. 1850-60 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში, სიონი ახლიდან მოხატა. 1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. 
1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.
1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს; სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები – ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.

7. arqiteqturuli aRwera


ა) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარი
 თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ე.წ. „ჩახაზული ჯვრის" ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა.

საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი. 
ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის ელისეს ეგვტერს ძველებური კარიბჭის ფორმა აქვს – ამაღლებული და ფრონტონიანი შუა ნაწილით და ცალფერდად გადახურული განაპირებით. მთავარი (სამხრეთის) ფასადის დანაწევრება მარტივია: შუაში ჯვრის გამოსახულება, მის მარცხნივ და მარჯვნივ თითო თაღოვანი სარკმელი, ხოლო ზემოთ – მცირე სარკმელი და აღდგენის თარიღის მიმანიშნებელი წარწერა. მკლავების კამარები, აფრები, შეისრული და მუზარადისებრი გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილიც ამავე პერიოდის დროინდელია.
მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა. თუმცა, ჩრდილოეთის ფასადის ზედა ნაწილში შემორჩენილია 1710 წლის გადაკეთების დროინდელი წყობა და ამავე ხანის წარწერა, რომელთანაც სოლარული სიმბოლოსა და ფასკუნჯების რელიეფური გამოსახულებებია მოცემული. ფასადები სადაა. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ-დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათის ყელი გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაჭვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს – წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხებელი წმინდანი წიგნით ხელში. 
ინტერიერის მოხატულობა1850-60 წლებშია შესრულებული გრიგოლ გაგარინის მიერ. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს. თუმცა, ამ მოხატულობას მაინც ნაკლები საერთო აქვს იმ ფაქიზ ფერადოვნებასთან, რომლითაც გამოირჩევა ძველი ქართულ ფრესკები. 
ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. 
საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა1980-იან წლებში, ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. 1983 წელს ტ. კიპაროიძის პროექტის მიხედვით დასრულდა მინაშენების მშენებლობა. სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. კანკელის ავტორი ასევე ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.


ბ) ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ 1425 წელს და მთლიანად არის განახლებული XVIII ს-ში. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური. 

გ) მეორე სამრეკლო - შპილით დაგვირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1912 წელს, პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისის არქიტექტურაში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

თბილისის სიონის (ღვთისმშობლის მიძინების) ტაძარი მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია. ტაძარში განთავსებულია პატრიარქის კათედრა.

9. gamoyenebuli masalebi

1) ვ. ბერიძე - "თბილისის სიონი", 1959წ 
2) ვ. ბერიძე - "XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება", 1994წ 
3) ირ. გუნია - "მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები", 2002წ 
4) ქართული საბჭოთა ენციკლოპედია", 1965წ


ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

  

გაერთიანებული ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წევრი

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz