მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 06:03
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
free counters
საიტის მეგობრები

მეტეხის ღვთისმშობლის შობის 
სახელობის ტაძარი
(V ს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის აღმართის ქუჩა # 1–ში.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ.

ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.

 

3. adgilmdebareoba

თბილისის მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის აღმართი  # 1.

5. istoriuli mimoxilva

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, ანუ უბრალოდ, მეტეხი თბილისის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი  ძეგლთაგანია.  აქ იყო ყველაზე ადრეული დასახლება  ქალაქის ტერიტორიაზე. თავისი მდებარეობის წყალობით, მისი ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედაქალაქისა და მთლიანად საქართველოს ბედთან. თითქმის ყველაფერი, რაც საუკუნეთა განმავლობაში თბილისს განუცდია, მეტეხის ხვედრსაც წარმოადგენდა. განმტკიცებული ტრადიციის თანახმად, მეტეხი თბილისის უძველეს ძეგლად მიაჩნდათ. ტრადიციული რწმენით, მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.  ჯერ კიდევ ვახუშტი აღნიშნავდა, „იტყვიან ამის აღშენებას გორგასლისასაო". ამასვე იმეორებენ XIX საუკუნის ავტორებიც. პლ. იოსელიანი და აგრეთვე სხვა ავტორები მოგვითხრობენ, რომ ისანში, მეტეხის ეკლესიასთან, „ვახტანგ მეფის დროითგან როსტომ მეფის დრომდე (455–1630 წწ.) იყო სასახლე საქართველოს მეფეთა".
ერთი ვერსიის თანახმად, აქედანვე მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად „არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. ნ. ჩუბინაშვილის აზრით კი სიტყვა „მეტეხი" ბერძნული „მეტოქისაგან" წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში". ენათმეცნიერ ზ. ჭუმბურიძის აზრით „მეტეხი წარმოშობით ვნებითი გვარის მიმღეობაა, ნაწარმოები სიტყვისგან „ტეხა", ანუ ის, რაც ტყდება. ამ დებულებას ემხრობა მკვლევარი ი. მაისურაძე და ტოპონიმის წარმოშობას ადგილის გეოლოგიური ნიშან-თვისებით ხსნის. საქმე ის არის, რომ მტკვრის მთელი მარცხენა სანაპიროს მასივი ვულკანურ-ფლაშური წარმოშობის არეული დაშრევებაა. ზოგადი მოსაზრებით, მას წყალქვეშა მეწყერულ წარმონაქმნად მიიჩნევენ, რომელიც ადვილად იშლება, ე.ი. „მეტეხია". აღსანიშნავია, რომ ამ სახელწოდებით საქართველოში ხუთიოდე ადგილია ცნობილი და ყოველ მათგანში ქვის სამტეხლოებია.
გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ. 
ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.
სამწუხაროდ, ამ ძველ გადმოცემათა შესახებ რაიმე წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება.
საკუთრივ სახელწოდება მ ე ტ ე ხ ი, უფრო ზუსტად კი მ ე ტ ე ხ ნ ი (ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება : „მეტეხნი" („მეტეხთა"). „მეტეხი" უფრო გვიან – XVIII საუკუნეში გვხვდება) პირველად ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან უნდა გვხვდებოდეს. დემეტრე I-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ივანე აბულასათის ძის სიკვდილით დასჯის მოთხრობის შემდეგ, მას ნათქვამი აქვს, რომ მეფემ ეს ივანე „მეტეხთა დადვა ფიცისა გატეხისათვის". თუმცა, ძნელი გადასაწყვეტია, აქ თბილისის მეტეხზეა ლაპარაკი, თუ არა. ტაძარი (აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობისა) ქართლის სოფელ მეტეხშიც არსებობს.
მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის მეტეხზე თამარის ისტორიკოსი ბასილი: როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. ე.ი. ამ დროს „მეტეხის" ადგილას უკვე არსებობდა ტაძარი. ამ დროს აქ სამეფო სასახლეც დგას: მემატიანე გადმოგვცემს, რომ თამარმა თავისი მამის გარდაცვალების ამბავი გაიგო „ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს". ამ ორი ცნობის მიხედვით, „მეტეხთა" ტაძარი, რომელიც სამეფო „ციხესთან" იდგა, XII საუკუნეში  მართლაც კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო.
მონღოლების შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა. მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი და სასახლეც. 
სასახლე უკვე XIII საუკუნის შუა წლებში აღადგინეს, ხოლო მეტეხის ეკლესია  ჟამთააღმწერლის ცნობით, მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია 1278-1289 წლებში და აქ მონასტერიც დაუარსებია. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). მეტეხს მონასტრად იხსენიებენ XVI საუკუნეშიც. 


ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილი იქნა.  XVII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, ხოლო შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა.  მეფე როსტომმა (1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფისწამლის საწყობად აქცია. 1748 წელს ერეკლე II-მ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა და აღადგინა მისი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი და გუმბათი. ამ ფაქტს ადასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.
 

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობის მიერ ეკლესია სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშალეს და ახალი ნაგებობით შეცვალეს, რომელიც 1933 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა.
ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას  ამ ეკლესიის დანგრევა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელეგენციის მხრიდან, მხატვარ და კოლექციონერ დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობას გაწევისთვის დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. 
მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაიწყო ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხოვნით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. 1988 წლის მაისში ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა ლოცვა განაახლეს. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.

დღეს, ყოველი ქრისტიანული ტაძრისთვის ჩვეული წირვა-ლოცვის გარდა, მეტეხში ყოველ ოთხშაბათს კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები იკითხება. კვეთებულის ლოცვა განკუთვნილია სულიერი სალმობით შეპყრობილთათვის, ხოლო ლახვრის ლოცვა - ფიზიკურად სნეულთათვის.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ერთ-ერთი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ვახტანგ მეფე და ოსბაყათარი ერთმანეთს შეებნენ. ვახტანგმა სძლია და დაიძახა: „მტერი ვტეხეო" ამის ნიშნად ეკლესიები ააგო თბილისსა და სოფელ მეტეხში. აქედან მოდის სახელწოდება „მეტეხიც".

გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალული წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ.

მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.

 

7. arqiteqturuli aRwera


ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მისი გეგმა – 4 თავისუფლად მდგომი   ბოძი და   3 შვერილი აფსიდი – იმ დროისათვის სრულიად უჩვეულოა და როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს.

ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის გუმბათქვეშა მკლავები ერთნაირი სიღრმისაა. აღმოსავლეთის მკლავი დაგრძელებულია ბემით; იგი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. ბემა აღმოსავლეთის მკლავს დანარჩენ მკლავებზე მეტ სიღრმეს ანიჭებს და მთელი სივრცეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაგრძელებული გამოდის. ამის გამო გუმბათი ნაგებობის ცენტრში კი არაა მოქცეული, არამედ გადაადგილებულია დასავლეთისაკენ.
შვერილი აფსიდის გვერდით მცირე ზომის სამსხვერპლო და სადიაკვნეა. მათ ზემოთ, მეორე სართულზე, ასეთივე  ზომისა და მოყვანილობის სადგომებია. ჯვრის ოთხ მკლავს შორის, რომლებიც ნაგებობის ძირითად სივრცეს ქმნიან, კუთხის დამატებითი სივრცობრივი მონაკვეთებია. სამხრეთ-აღმოსავლეთის  და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხის მონაკვეთები ძალიან მაღალია და ისინი დიდი თაღოვანი მალებით უკავშირდებიან ჯვრის მკლავებს. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთები ორსართულიანია. ქვედა მონაკვეთები ფართო ღარებით უერთდება ცენტრალურ სივრცეს. მეორე სართულში კედლებით გამოთიშული სადგომებია, რომლებიც ასევე თაღოვანი, მაგრამ მცირე ხვრელებით უკავშირდება ჯვრის მკლავებს.
გუმბათქვეშა ბურჯებს რთული, ჯვრის მოყვანილობის გეგმა აქვთ. ტაძრის გარე (სამხრეთისა და ჩრდილოეთის) კედლებზე მათ შეესაბამება ორსაფეხურიანი პილასტრები, რომლებსაც თაღები ეყრდნობა.
შიდა სივრცე განათებულია ვიწრო და მაღალი სარკმლებით: თითო-თითოა ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავებში და სამი – აფსიდში. სამხრეთის მკლავში სამი ფართო სარკმელია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ამას გარდა, მოთავსებულია კიდევ თითო სარკმელი, რომლებიც აღმოსავლეთის კუთხის მონაკვეთებს ანათებს.
ტაძარი ნაშენია აგურით, გარედან კი მოპირკეთებულია მომწვანო რუხი ქვის თლილი კვადრებით.
ძეგლის ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული: კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა).


აღმოსავლეთის ფასადი სამი ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. შუა აფსიდი გვერდის აფსიდებზე უფრო დიდია. იგი ეკლესიის მთავარ საკურთხეველს მოხაზავს გარედან. ამ შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი, სამთავისის დროიდან ცნობილი, სისტემა - დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ. ჩრდილოეთის აფსიდის  ქვედა სარკმელს ფართო თაღოვანი მოჩუქურთმებული საპირე უვლის. ამ ამ საპირის ოდესღაც ძირს დაშვებული ლილვებიდან კედლის დაზიანებულ ზედაპირზე დაცულია კვალი. ლილვები კვადრატებს ეყრდნობოდნენ. ზედა სარკმელი ოთხკუთხა ფორმის ბრტყელი, მოჩუქურთმებული საპირით იყო მორთული.  სამხრეთი აფსიდის დეკორატიული მორთულობა სრულიად დაკარგულია. მასზე შეიძლება იგივე კომპოზიციის აღდგენა, რაც ჩრდილოეთისაზე გვაქვს.

ჩრდილოეთის ფასადი მაღალ, გლუვ კედელს წარმოადგენს. შუა ნაწილში მიშენებული კარიბჭე ფასადის თითქმის ერთ მესამედს იკავებს და სიმაღლით შუა დონემდე აღწევს. კარიბჭის უკან ამართული ფასადის კედელი შუა, ამაღლებულ ნაწილში ფრონტონითაა დაგვირგვინებული. ამ ფასადის კედელსაც ორი ჰორიზონტალური სარტყელი ანაწევრებს. ქვედა მონაკვეთში, კარიბჭის აქეთ-იქით, ორი სამკუთხა ნიშაა მოთავსებული. მარცხენა ნიშის თავზე მაღალი სარკმელია გაჭრილი. კიდევ ერთი სარკმელი ფასადის ზედა ნაწილშია.

დასავლეთის ფასადი ისევე, როგორც ძეგლის სხვა ფასადები, ორი ჰორიზონტალური სარტყლით სამ მონაკვეთად იყოფა. ქვედა, ყველაზე დაბალი მონაკვეთი შეიცავს ვიწრო კარს და ორ მცირე სამკუთხა ნიშას კარის აქეთ-იქით. შუა – მაღალი მონაკვეთი – სრულიად გლუვია. ზედა, ფრონტონიან მონაკვეთში სარკმელია მოთავსებული.
ძეგლის სამხრეთი ფასადი, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს, კლდის ნაპირიდან სულ ხუთი მეტრითაა დაშორებული. ეს ფასადი დღეს თითქმის მთლიანად აგურით არის მოპირკეთებული; დასავლეთის ნახევარში მას ნახევარწრიული ბურჯი ამაგრებს. ფასადს ოთხი სარკმელი აქვს. ამათგან სამი ქვედა, მეტად ფართო სარკმელი ერთ დონეზეა გაჭრილი. მეოთხე სარკმელი ზევითაა, ფასადის შუა, ამაღლებულ ნაწილში. იგი უფრო ვიწროა, მისი დამაგვირგვინებელი თაღი კვერცხისებრი მოყვანილობისაა. ქვედა სამი სარკმლის ხვრელების თავზე აგურის წყობაში შერჩენილია უფრო ადრინდელი ვიწრო სარკმლების ნახევარწრიული თაღები.
სამხრეთი ფასადის ქვედა არე, გამოყოფილი ჰორიზონტალური სარტყლით, შეიცავდა სამკუთხა ნიშებს. სამ ქვედა სარკმელთაგან ორი სამხრეთის მკლავში გადის. მესამე სარკმელი სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის მონაკვეთებს აშუქებს.
ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეების მორთულობას ლილვების კონა შეადგენს. თითო კუთხეს სამ-სამი ლილვი აჰყვებოდა.
მეტეხის ტაძარი ამართულია ორი ტერასისაგან შემდგარ მოედანზე. სიმაღლეთა სხვაობა მათ შორის 3-5 მეტრს აღწევს. ტაძარი ზედა ტერასაზეა, სამხრეთით და აღმოსავლეთით მისი იატაკი ეზოს დონეს უსწორდება, ჩრდილო-დასავლეთით კი ნაგებობა მაღალ, კლდოვან კვარცხლბეკზეა შემდგარი.
ტაძრის ეზოში მოხვედრა დღეს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან შეიძლება. მნახველი ეზოს გავლით ტაძრის მთავარ, ჩრდილოეთის შესასვლელს მიადგება და ქვის მაღალი კიბით თაღებიან კარიბჭეში შედის. ძველად, საფიქრებელია, კარიბჭეში დასავლეთიდანაც შეიძლებოდა მოხვედრა.

ტაძარს დასავლეთით მცირე კარი აქვს. ამ მხრიდან კლდეში ამოკვეთილი კიბეებით ავდივართ. სამხრეთით, ნაგებობის ახალ კედელში გაჭრილი კარიდან  შვეული კლდის ნაპირისაკენ, 5-6 მეტრის სიგანის მოედანზე გავდივართ.
საუკუნეთა განმავლობაში შენობა რამდენჯერმე საფუძვლიანად შეაკეთეს და აღადგინეს. ამიტომ იგი სხვადასხვა ფენებისაგან შედგება: 
XIII საუკუნის ნაგებობისაგან მხოლოდ „გარსი" შემორჩა – აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. 
XVI-XVII საუკუნეებშია აგურით აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები, გუმბათის ყელი.
სამხრეთი კედლის ნაწილი XVIII საუკუნეში, ერეკლე მეფის დროს უნდა იყოს აღდგენილი.

შენობას გააჩნია XIX საუკუნის შეკეთების კვალიც.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

 

9. gamoyenebuli masalebi

1. ვ. ბერიძე – „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება", 1974წ.
2. ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. შმერლინგი – „მეტეხის ტაძარი", 1969წ.
3. ი. გუნია – „მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები",  2002წ.
4. ი. მაისურაძე – „თბილისის ტოპონიმები, მეტეხი", გაზეთი „თბილისი", 1978წ, #202

ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

  

გაერთიანებული ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წევრი

სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz