ალ. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი და ბაღი აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის. 1844 წელს, შამილის აჯანყების დროს, წინანდლის სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს ლეკებმა. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა სანაცვლოდ მოითხოვა ჯემალ-ედინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი ბოლოს კი ეს თანხა 4000 შემცირდა. დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედმა არნოლდ რეგელმა გადაწყვიტა და პროექტიც შეადგინა. 1897 წელს სასახლეში გაიხსნა სკოლა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.
ტელ: 75 33 29
მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: toursingeorgia.1 ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|